
ოპოზიციის პრეზიდენტი – როგორია სალომე ზურაბიშვილის გეგმები ?
ორბელიანების სასახლის ყოფილი ბინადრის გეგმები კვლავ ბუნდოვანია. უცნობია ისიც, რა ეტაპზეა რადიკალურ ოპოზიციასა და კონსტიტუციის დარღვევაში მხილებული სალომე ზურაბიშვილის კონსულტაციები და ჯერ კიდევ, დეკემბრის ბოლოს დაანონსებული დოკუმენტი, რომლითაც რადიკალებმა ახალი არჩევნების ჩატარების პირობები უნდა განსაზღვრონ. სწორედ ამ გეგმის გამოცხადების შემდგომ გახდება ცნობილი, თუ როგორ იმოქმედებენ რადიკალები ხელახალი არჩევნების ჩასატარებლად. საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის დღეს უკვე ყოფილმა










