
კახა კალაძე – მიმდინარე წელს გამოცხადდა ტენდერი 12 მეტროსადგურის კონცეპტუალური დიზაინისა და თანამედროვე სტანდარტის 97 ერთეული ახალი ვაგონის შესაძენად
მიმდინარე წელს დედაქალაქის მერიამ დამატებით შეისყიდა 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი, 2025 წელს თბილისს საერთო ჯამში 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი მოემსახურება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში განაცხადა, სადაც მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. როგორც კალაძემ აღნიშნა, მიმდინარე წელს გამოცხადდა ტენდერი 12 მეტროსადგურის კონცეპტუალური დიზაინისა და თანამედროვე სტანდარტის 97 ერთეული ვაგონის










