
შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 32 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 32 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ვიცე-პრემიერმა და საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ. მათ უწყების როლსა და მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცეს.





