
დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინიაციები აინთო
რუსთაველის გამზირზე მთავარი ნაძვის ხე აინთო და დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო ილუმინაციებიც ჩაირთო. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, ტრადიციულად, დეკემბერის პირველ ნახევარში თბილისში ირთვება საახალწლო განათებები, მთავარი ნაძვის ხე და ეს ტრადიცია წელსაც გაგრძელდება. „ამჯერადაც, დღეს საღამოს ჩაირთვება ილუმინაციები და ღონისძიების გარეშე აინთება დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე. ახალი წელი არის ყველასთვის საყვარელი










