
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 14 დეკემბერს აინთება
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე 14 დეკემბერს, 19:00 საათზე აინთება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ამასთან, როგორც მერმა აღნიშნა, რუსთაველის გამზირზე ილუმინაციების მონტაჟი ცოტა მოგვიანებით დაიწყება. „როგორც იცით, დედაქალაქში დაწყებულია სადღესასწაულო სამზადისი, რომელიც უკვე დასკვნით ეტაპზეა. ყველა ცენტრალურ გამზირზე, გარდა რუსთაველის გამზირისა, დამონტაჟებულია საახალწლო განათებები. რაც შეეხება რუსთაველის გამზირს, ილუმინაციებით მორთვის










