
ინგოროყვას კლინიკური დირექტორი – „ტვ პირველის“ ოპერატორი სამედიცინო დაწესებულებიდან დღეს გაეწერება, ხოლო მონიტორინგის მიზნით ჟურნალისტს კლინიკაში დარჩენას შევთავაზებთ
ინგოროყვას კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის განცხადებით, აქციაზე თავდასხმის შედეგად დაშავებული „ტვ პირველის“ ოპერატორი გიორგი შეწირული ინგოროყვას კლინიკიდან დღეს გაეწერება, ხოლო რაც შეეხება მაკა ჩიხლაძეს, მას აღენიშნება არტერიული ჰიპერტენზია და ექიმები დღეს 24-საათიან მონიტორინგს შესთავაზებენ. „დაგეგმილი გახლდათ ორივე პაციენტის გაწერა. მაკა ჩიხლაძის გაწერას ვგეგმავდით დღეს, მაგრამ არტერიული ჰიპერტენზია დაფიქსირდა. ისევ ჩვენი მოთხოვნით, ახლა გადაწყდა, ქალბატონს










