
თსუ-ს ერთ-ერთ აუდიტორიაში „დაფიონის“ წევრები და სტუდენტები, სულ მცირე, ათამდე პირი იმყოფება, ისინი უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ აუდიტორიაში მოძრაობა „დაფიონის“ წევრები და უნივერსიტეტის სტუდენტები, სულ მცირე, ათამდე პირი იმყოფება. მათი მოთხოვნა უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომაა. მათივე განცხადებით, დღეს დაგეგმილია ლექციის ჩატარებაც, რომლის მთავარი თემა იქნება სამოქალაქო დაუმორჩილებლობა და ბოიკოტი. ლექციას მოძრაობა „დაფიონის“ წევრი ზვიად ცეცხლაძე წაიკითხავს. „ჩვენი პროტესტის მთავარი მიზანი არის თსუ-ს გაწმენდა, რექტორის გადადგომა.










