
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში მეტროთი და ავტობუსით მგზავრობა უფასო იქნება
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის მეტრო 12 აპრილის 04:00 საათამდე იმოძრავებს და 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე მგზავრობა უფასო იქნება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ამასთან, დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 12-13 აპრილისთვის დაწესდა ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტიც. „ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ. ავტობუსები










