
თბილისის მერიამ ხუდადოვის ტყის აღდგენის სამუშაოები დაიწყო
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ჩუღურეთის რაიონში, ხუდადოვის ტყის აღდგენა-განახლებასა და ტყე-პარკის მოწყობას იწყებს. პირველ ეტაპზე ტყის ცენტრალური გზის სავალი ნაწილი და გარე განათება მოეწყობა, ასევე დაგეგმილია 14 426 ნერგის დარგვა. პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, თავის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანსა და ანდრია ბასილაიასთან ერთად, ადგილზე გაეცნო. „ხუდადოვის ტყის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფართობი










