
სასტუმრო „პარაგრაფთან“ მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს
თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფთან“ მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით აქცია იმართება. პარალელურად, სასტუმროში მიმდინარეობს ღონისძიება, რომელიც აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში ტარდება. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ანა ქავთარაძემ განაცხადა, სურთ, ღონისძიების მონაწილეებს გააგონონ თავიანთი ხმა და გააპროტესტონ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი. „20 დღეზე მეტია, მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, რომლის მიზანია როგორც მთავრობას, „ქართულ ოცნებას“, ისე









