
ლევან მგალობლიშვილი – აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული თერთმეტი პოლიკლინიკის რეორგანიზაცია იგეგმება
აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული თერთმეტი პოლიკლინიკის რეორგანიზაცია იგეგმება, – ამის შესახებ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა რუხში, პრემიერ-მინისტრთან ერთად რესპუბლიკური საავადმყოფოს დათვალიერებისას განაცხადა. მისივე თქმით, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ოკუპირებულ ტერიტორიასთან სიახლოვის გამო სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. „აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო შემოვიდა წინადადებით, რომ ჩაატარონ მათ დაქვემდებარებაში არსებული თერთმეტივე პოლიკლინიკის რეორგანიზაცია-რესტრუქტურიზაცია, რათა კიდევ უფრო მოძლიერდეს ეს სფერო










