
24 და 25 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღე აღნიშნავს
გვიახლოვდება ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნისათვის გამორჩეული მნიშვნელობის თარიღები, 24 და 25 მარტი, ავტოკეფალიის აღდგენისა და მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის აღიარების დღეები, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციაშია აღნიშნული. „1917 წლის 25 მარტს, ღვთის შეწევნითა და გამორჩეულ სასულიერო და საერო პირთა ღვაწლით, ას წელზე მეტი ხნის წინ დაკარგული საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის










