
ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ საქართველოსა და ჩინეთს შორის შეთანხმების ფარგლებში, შემოსავლების სამსახურს რენტგენოსკანერები გადაეცა
საქართველო-სომხეთის საზღვართან მდებარე საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სადახლოზე“ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან საქართველოს საბაჟოსთვის რენტგენოინსპექტირების სისტემების უსასყიდლო გადაცემის ცერემონია გაიმართა. ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ და ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ჭოუ ციენმა. ღონისძიებას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ზურაბ სიჭინავა, საერთაშორისო ურთიერთობათა









