
რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა იწყება
რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა იწყება. სამომავლო გეგმებისა და კონცეფციის შესახებ დღეს პრეზენტაცია წარადგინა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იგეგმება არსებული ძირითადი შენობების რეაბილიტაცია, ასევე რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე აშენდება ახალი შენობა. „ახალი კონცეფციის თანახმად, იგეგმება არსებული ძირითადი შენობების რეაბილიტაცია. საავადმყოფო 700-მდე საწოლზე იქნება გათვლილი, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო, სასწავლო და სამეცნიერო მიმართულებას უზრუნველყოფს. სამედიცინო










