
რომეო მიქაუტაძე – „ევროპის მობილობის კვირეულის” მიზანია მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფეხითა და ველოსიპედით გადაადგილების წახალისება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ევროკავშირისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მხარდაჭერითა და კომპანია GOPA Intec-თან თანამშრომლობით, „საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის (GESRP)“ ფარგლებში ევროპის მობილობის კვირეულს უერთდება, რომელიც თბილისში 16-22 სექტემბერს გაიმართება. კვირეული მიზნად ისახავს მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფეხითა და ველოსიპედით გადაადგილების წახალისებას. წელს კვირეულის თემაა „დაზოგე ენერგია”.










