
ირაკლი ქარსელაძე – ქვეშეთი-კობის პროექტის განვითარება მაღალი ტემპით გრძელდება
ქვეშეთი-კობის პროექტის განვითარება მაღალი ტემპით გრძელდება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროცესის გაცნობის შემდეგ განაცხადა. „მაღალი ტემპით გრძელდება ქვეშეთი-კობის პროექტის განვითარება. მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს გავჭერით 9 კმ-იანი, 15 მეტრი დიამეტრის ძირითადი გვირაბი და დღეს უკვე გაჭრილია საევაკუაციო, ასევე 9 კმ-იანი, ექვსი მეტრი დიამეტრის გვირაბიც. მიმდინარეობს საინჟინრო










