
ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, დაბა ბაკურიანში სამართალდარღვევის ორი ფაქტი გამოავლინეს
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა სამართალდარღვევის ორი ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბა ბაკურიანში, სახელმწიფო ტყეში აღმოჩენილია, ჯამში, 10 კუბურ მეტრამდე უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი. კანონდამრღვევების მიმართ შედგენილია სამართალდარღვევის ოქმები, ხოლო უკანონოდ მოპოვებული მორები შემდგომი განკარგვის მიზნით გადატანილია წაღვერის „საქმიან ეზოში“. „ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა.










