
საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა
გილოცავთ ამ ისტორიულ დღეს, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა. „ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ისტორიის დაწერა და დღეს საქართველოს დამსახურებულად მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ. საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა. ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.










