
ჭაბუკა მახარაძის მორიგი ტრიუმფი ბურსაში – ქართული შოტოკან კარატეს ღირსეული გამარჯვება საერთაშორისო არენაზე
თურქეთის ქალაქ ბურსაში ყოველწლიური საერთაშორისო ტურნირი კარატეში წარმატებით დასრულდა. თურქეთის კარატეს ფედერაციის ორგანიზებით გამართულ პრესტიჟულ შეჯიბრებაში მსოფლიოს 15 ქვეყნის დაახლოებით 1500-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, რაც ტურნირის მასშტაბსა და საერთაშორისო მნიშვნელობაზე ნათლად მეტყველებს. საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო ღირსეულად წარმოაჩინა საქართველოს შოტოკან კარატეს გუნდმა, რომლის შემადგენლობაშიც ქართული კარატეს ერთ-ერთმა გამორჩეულმა წარმომადგენელმა, მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა ჭაბუკა მახარაძემ










