ლიანა ისაკაძეს 7 ივლისს მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ
მევიოლინე ლიანა ისაკაძეს 7 ივლისს მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. ლიანა ისაკაძის სამოქალაქო პანაშვიდი 6 ივლისს წმინდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესიაში გაიმართება. მუსიკოსს 7 ივლისს, 14:00 საათზე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრიდან გამოასვენებენ. მუსიკოსი, მევიოლინე ლიანა ისაკაძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.










