
დღეს სვეტიცხოვლობაა – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“ – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“ – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ საღმრთო ლიტურგია სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მცხეთაში სხვადასხვა ღონისძიება იმართება. მიმდინარეობს სპორტულ-სანახაობითი ღონისძიებები და მოეწყო საბავშვო გასართობ-შემეცნებითი კუთხეც. მოგეხსენებათ, სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14










