
ალექსანდრე დარახველიძე – საქართველოში ყოველ 100 ათას მოსახლეზე საშუალოდ 11 ადამიანი იღუპება გზებზე, ეს ციფრი გარკვეული ზომების მიღებას გვავალდებულებს
ავარიების შედეგად გარდაცვალების მაჩვენებელი წინა წლის ცხრათვიან პერიოდთან შედარებით 41 ერთეულით არის გაზრდილი, ხოლო დაშავების მაჩვენებელი – 637 ერთეულით, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ყველაზე ხშირად ავარიებს და დაშავებას სიჩქარის გადაჭარბება იწვევს. „სამწუხაროდ, საქართველოში გზებზე დაშავების და გარდაცვალების მაჩვენებელი ისევ მაღალ ნიშნულზეა. ევროპაში პირველ ადგილზე ვართ, 100 ათას










