
შინაგან საქმეთა მინისტრმა მიგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, მოადგილე ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად, მიგრაციის დეპარტამენტს ეწვია, ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გეკა გელაძემ მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორისგან მიგრაციის კუთხით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, ასევე, ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით ამომწურავი ინფორმაცია მიიღო. მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების მუდმივ რეჟიმში










