
„მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ საპილოტე პროგრამა სრულმასშტაბიან პროექტად ჩამოყალიბდება და მეწარმეთა დაფინანსების ლიმიტი გაიზრდება
დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ საპილოტე პროგრამა სრულმასშტაბიან პროექტად ჩამოყალიბდება და გაფართოვდება, – ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ცვლილების შედეგად თითოეული მეწარმის დაფინანსების ლიმიტი 20 000 ლარიდან 50 000 ლარამდე გაიზრდება. „გასულ წელს დავიწყეთ „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ საპილოტე პროგრამა, რომელმაც მაღალი ინტერესი და









