
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში
სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები რძის ნიმუშებს ამოწმებენ. ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სპეციალისტების მიერ კონტროლდება როგორც რეალიზაციის პირობები (ეტიკეტი, ვადები, ტემპერატურული რეჟიმი), ასევე ნიმუშების აღება ხდება სხვადასხვა მაჩვენებელზე ლაბორატორიული კვლევის მიზნით. „გარდა სავაჭრო ობიექტებისა, ნედლი რძის ნიმუშების აღება (იმ ნედლეულის, რომლისაგანაც იწარმოება სხვადასხვა დასახელების რძის ნაწარმი) ხორციელდება










