
ჯანდაცვის სამინისტრო – 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შედეგად, სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს აქციის ექვსი მონაწილე და 21 სამართალდამცველი
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შედეგად, სამედიცინო დაწესებულებებში სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა დაშავებული აქციის ექვსი მონაწილე და 21 სამართალდამცველი გადაიყვანეს. უწყების ცნობითვე, სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა 30-მდე პირს ადგილზე გაუწიეს სამედიცინო დახმარება. „ჰოსპიტალიზებულ დაშავებულებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ერთ-ერთი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულთა ნაწილს სამედიცინო გამოკვლევები უტარდება და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან“, –










