
კობა კობალაძე: ,,ეს არის ერთ-ერთი დღე,როდესაც სიცოცხლემ კვლავ გაიმარჯვა სიკვდილზე!.. ეს არის დღე, როდესაც ერი და ბერი თავდახრილი,ამ გმირების მარადიულ სასუფეველზე უნდა საუბრობდეს!..”
დღეს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, მოადგილეებთან, სამსახურის წარმომადგენლებთან და ვეტერანებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, გმირთა მემორიალი გვირგვინით და დაღუპული მებრძოლების საფლავები ყვავილებით შეამკო და ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლის ველზე დაცემული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო. კობა კობალაძემ, ომში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და სამშობლოსათვის










