
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ქვეყნის მასშტაბით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან, თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კობა კობალაძე, გორს სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში, სამსახურის დირექტორმა, შეხვედრა გამართა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, ალექსანდრე მღებრიშვილთან. შეხვედრის ფარგლებში, კობა კობალაძემ ვრცლად ისაუბრა სამსახურისა და სახელმწიფო ინსტიტუციების ერთობლივი ძალისხმევით, ასევე, კერძო სექტორისა და პარტნიორი ქვეყნების თანადგომით










