
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ლელოს“ შუამდგომლობა, ხუთი პარტიის აკრძალვაზე სარჩელი საკონსულტაციო დასკვნისთვის სტრასბურგში გაეგზავნათ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ შუამდგომლობა სტრასბურგის სასამართლოსთვის საკონსულტაციო დასკვნისთვის მიმართვასთან დაკავშირებით. „ლელოს“ წარმომადგენლის, გიორგი სიორიძის თქმით, მნიშვნელოვანი იქნებოდა, პრეცედენტულ საქმეზე ყოფილიყო სტრასბურგის სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნა, რა სტანდარტები შეიძლება არსებობდეს კონვენციის უფლებებთან მიმართებით. როგორც „ლელოს“ წარმომადგენელმა განმარტა, შუამდგომლობის საფუძველია ის, რომ არ არსებობს მსოფლიოში პრაქტიკა, ხუთი პარტია ერთი სარჩელით იკრძალებოდეს. „საკონსულტაციო










