
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ახალი მოდელი : დაზვერვის სამსახურის რეფორმა და ეროვნული ინტერესების დაცვის ახალი ეტაპი
თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების სისტემა მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. გლობალური და რეგიონული ცვლილებების ფონზე, ეროვნული უსაფრთხოების ეფექტიანი უზრუნველყოფა პირდაპირ არის დაკავშირებული სტრატეგიული, მოქნილი და კოორდინირებული სადაზვერვო სტრუქტურების არსებობასთან. საქართველოს პარლამენტის მიერ „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პირველადი დამტკიცება ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ხაზს უსვამს სახელმწიფოს მზაობას არსებული სტრუქტურების მოდერნიზაციისა და მათ მაქსიმალურად










