
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თებერვლის თვეში უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი, სამინისტროს სხვა დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ეფექტურად უზრუნველყოფს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას. კერძოდ, გასული თვის მანძილზე სხვადასხვა ქვეყნის 85 მოქალაქის ქვეყნიდან გაძევება განხორციელდა. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა ქვეყნიდან გაძევებული. გაძევებულ პირებს კანონის შესაბამისად










