• February

      28

      2025
    • 113
    • 0
    დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო

    დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო

    დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის სოფლებში, არსებული ვითარების მონიტორინგი ვერტმფრენიდან განახორციელეს. მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე, დღეს დილიდან, დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოებში, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი

    • February

      27

      2025
    • 109
    • 0
    შინაგან საქმეთა მინისტრი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ლოკალურ შტაბში იმყოფებოდა

    შინაგან საქმეთა მინისტრი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ლოკალურ შტაბში იმყოფებოდა

    ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, გურიის რეგიონში, ოზურგეთის რაიონ სოფელ ბაილეთში მოწყობილ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ლოკალურ შტაბში იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა მინისტრს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა, შტაბის ძირითადი ამოცანები გააცნო და დაგეგმილი სამაშველო ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. გურიის რეგიონში მოწყობილ 6 ლოკალურ შტაბში, დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებული შეტყობინებების მიღება და

    • February

      27

      2025
    • 99
    • 0
    ვახტანგ გომელაური გურიის რეგიონში საკოორდინაციო შტაბის მორიგ სხდომას დაესწრო

    ვახტანგ გომელაური გურიის რეგიონში საკოორდინაციო შტაბის მორიგ სხდომას დაესწრო

    ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გურიის რეგიონში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გამართულ საკოორდინაციო შტაბის მორიგ სხდომას დაესწრო. შტაბის სხდომაზე, მინისტრთა კაბინეტისა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით შესრულებული სამუშაოები, არსებული გამოწვევები დეტალურად განიხილეს და შემდგომში განსახორციელებელი ღონისძიებები დაგეგმეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფი, მათ შორის მეხანძრე-მაშველები შესაბამის უწყებების წარმომადგენლებთან კოორდინაციით დასავლეთ

    • February

      27

      2025
    • 97
    • 0
    სტიქიის შედეგებთან გამკლავების პროცესში სამხედროები აქტიურად მონაწილეობენ

    სტიქიის შედეგებთან გამკლავების პროცესში სამხედროები აქტიურად მონაწილეობენ

    დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრისა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, უკვე მესამე დღეა, აქტიურად მონაწილეობენ. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ყველა იმ კრიტიკულ ობიექტზე მუშაობენ, რომლის შესახებაც დავალებას საკოორდინაციო შტაბიდან იღებენ. „სამხედროები დრონების საშუალებით სხვადასხვა

    • February

      26

      2025
    • 90
    • 0
    ირაკლი ჩიქოვანი – შტაბში შემოდის აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია და მაქსიმალური ოპერატიულობით ვცდილობთ, რომ უზრუნველვყოთ ყველა საჭიროება

    ირაკლი ჩიქოვანი – შტაბში შემოდის აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია და მაქსიმალური ოპერატიულობით ვცდილობთ, რომ უზრუნველვყოთ ყველა საჭიროება

    „თუ საჭირო და აუცილებელი გახდება მოხალისეების ჩართვა, შტაბს ექნება მოწოდებაც და თავისი საკოორდინაციო მექანიზმიც“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა. მისი თქმით, დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის პროცესში მოხალისეთა ჩართვა, ხშირ შემთხვევაში, პრობლემებს უკავშირდება. მან გაიხსენა კონკრეტული შემთხვევა, როდესაც ადამიანები ახლობლების მოკითხვას საკუთარი ძალებით, შეუსაბამო ტექნიკითა და შესაძლებლობებით ცდილობდნენ და საჭირო გახდა მათი ტრანსპორტირების

    • February

      26

      2025
    • 89
    • 0
    მეხანძრე-მაშველები დასავლეთ საქართველოში საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ

    მეხანძრე-მაშველები დასავლეთ საქართველოში საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მეხანძრე-მაშველებმა სხვადასხვა სოფლიდან მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, ასევე, თავდაცვის ძალებთან ერთად, მოსახლეობის ნაწილს მათთვის საჭირო მედიკამენტები და საკვები პროდუქტები გადასცეს. გურიის რეგიონში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი. თემურ მღებრიშვილმა მიმდინარე სამაშველო ღონისძიებასთან დაკავშირებით

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor