
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს, არ ჩაერიოს შეკრების თავისუფლებაში, ასევე მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, პროტესტი მშვიდობიანად განაგრძონ
საქართველოს სახალხო დამცველი თვალს ადევნებს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციებს. სახალხო დამცველის შეფასებით, ამ დროისთვის (23:30სთ) აქციები ატარებს მშვიდობიან ხასიათს და არ არსებობს შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი. „განსაკუთრებით საყურადღებოა, თბილისში ჭიჭინაძის ქუჩაზე საპროტესტო აქციის მონაწილეებისა და საპოლიციო ძალების დიდი კონცენტრაცია. მნიშვნელოვანია სამართალდამცავმა ორგანოებმა გაითვალისწინონ, რომ როდესაც კონკრეტული ადგილი/დაწესებულება პროტესტის ობიექტია ან










