
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
კობა კობალაძე : დამდეგ შობა-ახალ წელს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის მთავრობას და მხედრობას, ერს და ბერს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს და ვუსურვებ მშვიდობას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, ჩვენი ქვეყნისა და ერის, ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და წარმატებებს !
ჩემო თანამებრძოლებო, ჩემო დებო, ძმებო, ჩვენი ქვეყნის უღალატო მსახურებო, ჩემო ღირსეულო ვეტერანებო! სულ მალე ახალი, 2026 წელი დადგება და ჩვენც, ახალი შემართებით, იმედებით, სურვილებით და, რაღა თქმა უნდა, ახალი გამოწვევებით შევხვდებით მას, მივულოცავთ ერთმანეთს დამდეგ შობა -ახალ წელს და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ, თუმცა, ამავდროულად, გავიხსენებთ იმ ჩვენს თანამებრძოლებს, თანამოქალაქეებს, რომლებიც უკვე შეუერთდნენ მარადისობას და ზეციურ










