
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით განცხადებასა და ვიდეომასალას ავრცელებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას, – ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული. სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „მსჯავრდებულმა, გიორგი დავითაძემ მის მიმართ სექსუალურ ძალადობაზე სააპელაციო სასამართლოში განაცხადა“. როგორც განცხადებაშია










