
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
პროკურატურაში აცხადებენ, რომ არჩევნებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში საპროცესო მოქმედებები აქტიურად გრძელდება
გამოძიების ფარგლებში დაკითხულია ცესკო-ს არაერთი წარმომადგენელი, საქმეზე ძიება გრძელდება და გამოიკითხება ყველა ის პირი, ვისაც რაიმე ტიპის შემხებლობა აქვს საქმესთან, – ამის შესახებ არჩევნების გაყალბების საქმესთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების პროკურორმა, ლაშა ცქვიტარიამ განაცხადა. პროკურორის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის ხდება იმ პირების დაკითხვა, ვინც შეიძლება, ფლობდეს რაიმე სახის ინფორმაციას აღნიშნულ საკითხზე.










