
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
ვაჟა სირაძე – სააპელაციო სასამართლოსთან დაანონსებულია აქცია, შესაბამისად, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად
საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოსთან საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად არის მობილიზებული პოლიცია, რადგან ადგილზე დაანონსებულია აქცია. „როგორც მოგეხსენებათ, დაანონსებული არის აქცია სააპელაციო სასამართლოსთან. შესაბამისად, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რათა უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგი. პოლიციის რაოდენობასთან დაკავშირებით პირადად ვიღებთ გადაწყვეტილებას და საჭიროებისამებრ გამოგვყავს ხოლმე. სასამართლოს შენობაა, მიმდინარეობს პროცესები და რომ არ მოხდეს ვითარების ესკალაცია, დაძაბულობა,










