
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
პროკურატურა – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, ტრეფიკინგის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით, საქართველო ათი წელია, უმაღლეს საფეხურზეა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2025 წლის 29 სექტემბრის ანგარიშის თანახმად, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით, საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა და მსოფლიოს მასშტაბით, უკვე მეათე წელია, ინარჩუნებს ადგილს უმაღლეს საფეხურზე – „პირველ კალათაში“. 188 ქვეყნიდან მხოლოდ 33 ქვეყანაა პირველ კალათაში. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, საქართველო თანმიმდევრული, კოორდინირებული და ეფექტიანი ღონისძიებების










