
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 წელი მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადებას ესწრებოდა ბრალდებული ლილუაშვილიც. მან საბოლოო სიტყვის უფლებით გუშინ პროცესზე ისარგებლა და თქვა, რომ ბრძოლას სამართლებრივი გზით გააგრძელებს. ლილუაშვილის ადვოკატები საქმეში მტკიცებულებათა არარსებობაზე მიუთითებენ. პროკურორის თქმით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ლილუაშვილმა ჩაიდინა წარდგენილი დანაშაული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი გასული წლის










