
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
ფრიდონ ბუბუტეიშვილი, რომელსაც პროკურატურა პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებასა და მეხანძრე-მაშველისთვის ქვის სროლას ედავება, აცხადებს, რომ გიორგი ვაშაძის დაკვეთით მოქმედებდა
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილი, რომელსაც პროკურატურა პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებასა და მეხანძრე-მაშველისთვის ქვის სროლას ედავება, აცხადებს, რომ გიორგი ვაშაძის დაკვეთით მოქმედებდა. გამოცემა „პუბლიკის“ ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ფრიდონ ბუბუტეიშვილმა 17 სექტემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე გააკეთა. „ეს ყველაფერი გავაკეთე გიორგი ვაშაძის დაკვეთით. მან მითხრა, ისროლე და თუ რამეა, მე აქ ვარ და გაგიყვანო.










