
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე სამართალდამცველი დააკავა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე 1993 წელს დაბადებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 29 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ბრალდებულმა თავის და სხეულის სხვადასხვა არეში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა ამავე სოფელში მცხოვრებ დაზარალებულს. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში. სპეციალურმა










