
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებულ ექვს პირს პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებულ ექვს პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს დაუსწრებლად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა. სახელმწიფო ბრალდება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა. პროკურორის განცხადებით, ბრალდებულების მხრიდან არსებობს მიმალვის, დანაშაულის ხელახლა ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეები. აღნიშნულს არ ეთანხმება დაცვის მხარე. ადვოკატების განცხადებით, ბრალდებულებს მოწმეებზე









