
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
შსს-მ ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტრეფიკინგის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული ნ.გ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.გ.-მ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, მატერიალურ გაჭირვებაში მყოფი 1981










