• November

      28

      2025
    • 157
    • 0
    მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე დააკავეს

    მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე დააკავეს

    უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ღონისძიების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას. კომპლექსური ღონისძიების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე. მათ შორის არიან ინდოეთის, განiს, ნიგერიის, პაკისტანის, ირანის, კენიის,

    • November

      28

      2025
    • 162
    • 0
    პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

    პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

    თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1966 წელს დაბადებული გ.ჯ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 7 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

    • November

      27

      2025
    • 136
    • 0
    იუსტიციის სამინისტრო – სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხზე შეტანილი საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა

    იუსტიციის სამინისტრო – სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხზე შეტანილი საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა

    ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს მიერ შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული სამართლებრივი პოზიცია და საჩივრები საქმეზე „ფირცხალავა და Y საქართველოს წინააღმდეგ“, ასევე, „გოგინაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ დაუშვებლად გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში. როგორც იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, ხსენებული საჩივრების ფარგლებში მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ უზენაეს სასამართლოში მათი საქმეების განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლე

    • November

      27

      2025
    • 130
    • 0
    იმერეთში პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი

    იმერეთში პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი

    იმერეთში პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1957 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სანადირო თოფი და 152 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაული ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

    • November

      27

      2025
    • 186
    • 0
    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ყალბი დოკუმენტაციის დამზადების ფაქტზე ოთხ პირს ბრალი წარუდგინა

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ყალბი დოკუმენტაციის დამზადების ფაქტზე ოთხ პირს ბრალი წარუდგინა

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა თურქეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე – ერთი და საქართველოს მოქალაქეობის მქონე სამი ადამიანი, რომლებიც ყალბ დოკუმენტაციას ამზადებდნენ. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, ბრალდებულებმა თურქეთის თექვსმეტ მოქალაქეს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარსადგენი ყალბი დოკუმენტები დაუმზადეს. „გამოძიებით დადგინდა,

    • November

      27

      2025
    • 143
    • 0
    იმერეთში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი

    იმერეთში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი

    იმერეთში პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული ნ.კ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე მის მიერ მითითებული ადგილებიდან სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 32 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor