
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გაძევებულ იქნა ინდოეთის, თურქეთის, კუბის, ეგვიპტის, ჩინეთის, პაკისტანის, რუსეთის, კონგოს, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, ნიგერიის, ტაილანდის, ქუვეითის, ისრაელისა და განის, ჯამში, 31 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის










