
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის უკანონო შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მარკირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შემდგომი რეალიზაციისა და მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით ქალაქ თბილისში, მის საკუთრებაში არსებულ მიკროავტობუსში უკანონოდ ინახავდა Multi Tabak-ის,










