
- By Keti Khomeriki
- In განათლება
გიორგი ამილახვარმა 147-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება პირადად მიულოცა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი ახლად რეაბილიტირებულ თბილისის 147-ე საჯარო სკოლას ესტუმრა და მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას 2023-2024 სასწავლო წლის დაწყება პირადად მიულოცა. გიორგი ამილახვარი: „ძალიან მნიშვნელოვანი დღეა – სკოლებში ახალი სასწავლო წელი დავიწყეთ და ქვეყნის მასშტაბით წელს 55 000-ზე მეტი პირველკლასელი მივიღეთ. სკოლები სრულ მზადყოფნაშია – გამართულია ინფრასტრუქტურა, ყველასთვის







