
ექსკლუზივი : შპს „საუკმშენის“ თვითმარქვია და „ყველაზე პატიოსანი დირექტორის“ გიგო მელიქიძის კრიმინალური ოდისეა – მითვისება, თაღლითობა და გარდაუვალი პასუხისმგებლობა ?
ბორჯომის სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტის, ბორჯომის ბაზრის ირგვლივ განვითარებული მოვლენები გასცდა სამოქალაქო სამართლებრივ დავას და მკაფიო სისხლისსამართლებრივ განზომილებაში გადავიდა. შპს „საუკმშენის“ თვითმარქვია დირექტორის, გიგო მელიქიძის ქმედებები, იურიდიული კომპანია LCHL-ის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებისა და ოფიციალური საჩივრის საფუძველზე, კვალიფიცირდება, როგორც სისტემური და განგრძობადი დანაშაული სახელმწიფოსა და კერძო საკუთრების წინააღმდეგ. ,,GEO NEWS”-მა ბიზნესმენ ტარიელ ფერაძის ქეისს არაერთი პუბლიკაცია მიუძღვნა










