
,,ნაცმაიდანი” ჩავარდა – რადიკალების თავდასხმა და ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება გრძელდება
საკანონდებლო ორგანოს დაწვა, ინფრასტრუქტურის დაზიანება, თავდასხმა სამართალდამცავებზე, პიროტექნიკისა და აალებადი ნივთების გამოყენება აქციებზე. ასე გამოიყურება რადიკალების ,,ნაცმაიდანი”, რომელიც ჩავარდა. რადიკალებმა სახელმწიფო გადატრიალების სცენარისთვის მუშაობა დიდი ხნის წინ დაიწყეს და როგორც ირკვევა, შესაბამის დროს ელოდებოდნენ. ამაზე მიუთითებს, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ რამდენიმეჯერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებას რადიკალური ძალების რადიკალურ ქმედებებზე აფრთხილებდა.










