
დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველოს პასუხის მოლოდინში თაღლითი თურქის ქართველი მფარველები ერთფუთიან ტალახს გვესვრიან და გვესვრიან….
ვინც ჩვენი სტატიების ციკლს აკვირდება ემახსოვრება პოლონეთში მოკალათებულ ვინმე გოჩა არჩაიას მუქარები, ჩვენი საჩივრები დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველოში და ამავე სამმართველოს მიერ დუშეთის რაიონულ სამმართველოში გაგზავნილი ზემოთხსენებული პირის სისხლის სამართლის საქმე. ასევე, დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველოდან სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გაგზავნილი მოქალაქეების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების საქმე, რომელიც ახლახან კაციტაძის უწყებამ დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს დაუბრუნა, რაზეც ჩვენ დავწერეთ კიდეც










